ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი

წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში, თიანეთის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, გაზაფხულის დღესასწაულები გამორჩეულად მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

 დედის დღეს თიანეთის მერმა საგანგებოდ მათ პატივსაცემად გამართულ კონცერტზე მიიწვია და საჩუქრები გადასცა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ ყველა მრავალშვილიან დედას.

სპეციალურად ქალბატონებისთვის მერიამ მოიწვია თავისუფალი თეატრის დასი, რომელმაც არაჩვეულებრივი სპექტაკლი წარუდგინა მაყურებელს.

 ღონისძიებები დაგვირგვინდა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტით, რომელიც თიანეთის კულტურის სახლში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თიანეთის კულტურის სახლთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა, ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის თიანეთის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა.

 აღსანიშნავია, რომ წელს, ლევან წიკლაურის გადაწყვეტილებით, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მერიასა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ ყველა ქალბატონს საჩუქარი გადაეცა.

ქალბატონებს კიდევ ერთხელ გილოცავთ 8 მარტს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას თქვენს ოჯახებთან ერთად!

ფოტო  ვიდეო