დავით ნოზაძემ თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
თიანეთის მუნიციპალიტეტში, ერთდროულად 8 ადგილზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
აღნიშნული ლოკაციებია:
დაბა თიანეთში - ხაწირის, გოგებაშვილის, ქუსნოს, თამარ მეფის ქუჩები და 300 არაგველის ქუჩის V შესახვევი;
ასევე, სოფლების - ხოფცა-ზარიძეების დამაკავშირებელი გზა, სოფელ ხევსურთსოფლის გზა და სოფელ ჟებოტის 2 ქუჩა.
პროექტები ითვალისწინებს გზის მოსწორებასა და მოასფალტებას.
დაბა თიანეთში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. რეგიონის ხელმძღვანელი პირი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან ერთად, ქუსნოს ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
"საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი ჩვენს პრიორიტეტებს შორისაა. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ თიანეთის მუნიციპალიტეტში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ეწყობა სანიაღვრეები და იგება ასფალტი. აღნიშნული პროექტების განხორციელების შემდეგ მოსახლეობას კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება შეეძლება.
ამასთან, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ საჭიროებები კვლავ არსებობს და ამ მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მუშაობას ინტენსიურად განაგრძობს." - განაცხადა დავით ნოზაძემ.
თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე 8 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
-
ჩაფიძის გულის ცენტრმა თიანეთში საქველმოქმედო აქცია გამართა
-
"ჩაფიძის გულის ცენტრი" თიანეთში უფასო სამედიცინო აქციას გამართავს
-
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა.