თიანეთში იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით 41-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
საკონსულტაციო ცენტრის ოფისი გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ,რომელიც მოსახლეობას სთავაზობს უფასო საადვოკატო მომსახურებას სახელმწიფოს ხარჯზე. ცენტრი გახსნეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ ცისკარიშვილმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სიმონიამ.
თიანეთის მუნიციპალიტეტის და მასში შემავალი სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემათ უფასოდ მიიღონ სამართლებრივი დახმარება.
საკონსულტაციო ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიების შემდეგ გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც დავით სიმონიამ წარადგინა პრეზენტაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, დახმარების მიღების კრიტერიუმების და სამსახურის პროექტების შესახებ. დაინტერესებულ პირებს გაეწიათ ინდივიდუალური კონსულტაციები.
-
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
-
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2023
-
"დედა ენისადმი" მიძღვნილი ღონისძიება