საქართველოს მთავრობის 2023 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილთან და მერიის თანამშომლებთან ერთად ზარიძეების ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს თითოეული სოფლის სხვადასხვა სოციალურ - ეკონომიკური საჭიროება და მოსახლეობამ დაასახელა შემდეგი პრიორიტეტები:
სოფელი ზემო შარახევი -სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა;
სოფელი ვერხველი - გარე განათების მოწყობა;
სოფელი ჯიჯეთი - სპორტული მოედნის მოწყობა;
სოფელი იარაჯულები - მდ. ვერხველზე მდებარე სამანქანე ხიდის რეაბილიტაცია;
სოფელი საკრეჭიო - ხიდ-ბოგირის მოწყობა;
სოფელი ზარიძეები - სასაფლაოს კეთილმოწყობა;
სოფელი ხოფცა- სასაფლაოს კეთილმოწყობა ;
სოფელი ზენამხარი - საფეხმავლო ხიდის კეთილმოწყობა;
სოფელი ლახატო - გზის გაწმენდა მოსწორება.
-
ვანდალური ფაქტები ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში
-
დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდა
-
თიანეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო