დამღლელი ყოველდღიურობიდან თავის დაღწევის კარგი საშუალება, დასვენების დღეებში, (სადმე ახლოს) სიმწვანეში გასვლაა. ამიტომ, ერთმა სტანდარტულმა ქართულმა ოჯახმა, რომელთა წინაპრებიც ფშავიდან თიანეთში ტრადიციებით ხურჯინმოკიდებული გადმოვიდნენ, საოჯახო ტიპის სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა. სასტუმროსი, რომელიც თავისი დანიშნულებით ტრადიციულობისა და თანემედროვეობის ნაზავი იქნებოდა.