სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, გეგა ბურდულაძის, ხელმძღვანელობით მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

​მხარეებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებულ გამოწვევებს, სამუშაოების ხარისხობრივ სტანდარტებსა და პროექტების დადგენილ ვადებში დასრულების მნიშვნელობას.

​სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ ბექაური, ასევე მერიის ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, შესყიდვების, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელი პირები.