თიანელმა სპორტსმენმა, საბა მახნიაშვილმა, საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თიანელ სპორტსმენს, საბა მახნიაშვილს, საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს!
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „HELLAS YOUTH INTERNATIONAL 2026“, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მოასპარეზე საბა მახნიაშვილმა, თავის მეწყვილესთან, მაგდა შახბაზიანთან ერთად, შერეულ წყვილთა თანრიგში (XD) წარმატებით იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საბა მახნიაშვილს და მის მწვრთნელს, ვლადიმერ უშიკიშვილს, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენისთვის და მომავალშიც არაერთ გამარჯვებას უსურვებს!
-
სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან -
თიანელმა სპორტსმენმა, საბა მახნიაშვილმა, საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა -
სოფელ ტუშურებში მდინარე ქუსნოზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს