თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილმა სოფელ ჭურჭელაურებში არტეზიული ჭისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ სოფელი ჭურჭელაურები წყალს საკუთარი ჭაბურღილიდან მიიღებს, რაც მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. წყალმომარაგების სისტემის მოვლა-პატრონობასა და სათანადო ფუნქციონირებას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 590 055 ლარს შეადგენს. პროექტი 114 ბენეფიციარზეა გათვლილი.
პროექტის მიმდინარეობას ასევე გაეცნენ მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლები.
-
სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან -
თიანელმა სპორტსმენმა, საბა მახნიაშვილმა, საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა -
სოფელ ტუშურებში მდინარე ქუსნოზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს