სოფელ იარაჯულების საავტომობილო ხიდი

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილმა სოფელ იარაჯულებში საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ლევან წიკლაურის განცხადებით, ხიდის მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება და პროექტის მიზანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაა.

„პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის. ჩვენი მიზანია, დროულად განხორციელდეს საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მოსახლეობას უსაფრთხო გადაადგილების პირობები ჰქონდეს“, - განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 432 800 ლარს აღემატება.

სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნენ მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლები.