თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილმა სოფელ სიმონიანთხევში შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის განცხადებით, სოფელ სიმონიანთხევში გზის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამუშაოების ხარისხს, რათა პროექტი დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდეს.
„სოფელ სიმონიანთხევში ერთ კილომეტრამდე შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების პროცესში გარკვეული შეფერხებები იყო, თუმცა საკითხები უკვე მოგვარებულია და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ გზის რეაბილიტაცია ხარისხის სტანდარტების სრული დაცვით დასრულდეს, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს,“- განაცხადა ლევან წიკლაურმა.
პროექტის მიმდინარეობას ასევე გაეცნენ მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატები, მერის წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლები.
-
სოფელ სიმონიანთხევის შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები -
გამწვანების ღონისძიება "ჩემი პირველი ნერგი" -
სამუშაო შეხვედრა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით