სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან და მერის პირველ მოადგილე გეგა ბურდულაძესთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მცხეთობა-სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულის ფარგლებში, ქალაქ მცხეთაში მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები გაიმართა.
ღონისძიებაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ ფშავ-ხევსურული ყოფითი კულტურის ამსახველი საყოფაცხოვრებო ნივთების, ტრადიციული სამზარეულოსა და თიანეთის ნატურალური პროდუქტების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო თიანეთის კულტურის სახლთან არსებულმა სიმღერის ანსამბლმა „აონმა"
-
„მცხეთობა-სვეტიცხოვლობა” -
თიანეთის საპატიო მოქალაქის, ქორეოგრაფ ნინო მენთეშაშვილის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ღონისძიება -
თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი მასწავლებლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ