თიანეთის საპატიო მოქალაქის, ქორეოგრაფ ნინო მენთეშაშვილის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ღონისძიება

დაბა თიანეთში თიანეთის საპატიო მოქალაქის, ქორეოგრაფ ნინო მენთეშაშვილის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

საზეიმო კონცერტში კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა სიტყვით მიმართა და ნინო მენთეშაშვილს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი მოღვაწეობისათვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე კახაბერ მარკოიშვილი. ფოტო