თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი მასწავლებლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
პედაგოგებს სიგელები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადასცა.
ღონისძიებაზე თიანეთის მუნიციალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ დიდებაშვილმა განათლების სფეროს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის და წარმატებები უსურვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები.
საღამო მუსიკალურად გააფორმეს თიანეთის კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითი წრეების მოსწავლეებმა.
-
„მცხეთობა-სვეტიცხოვლობა” -
თიანეთის საპატიო მოქალაქის, ქორეოგრაფ ნინო მენთეშაშვილის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ღონისძიება -
თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი მასწავლებლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ