სოხუმის დაცემის დღე
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ დიდებაშვილმა ყვავილებით შეამკეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა.
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თიანეთის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
-
„მცხეთობა-სვეტიცხოვლობა” -
თიანეთის საპატიო მოქალაქის, ქორეოგრაფ ნინო მენთეშაშვილის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ღონისძიება -
თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი მასწავლებლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ