თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი სოფელ დორეულებში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი სოფელ დორეულებში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებისგან პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. საუბარი შეეხო გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულების მნიშვნელობას და არსებული პრობლემური საკითხების მოგვარების კონკრეტულ მექანიზმებს.

სოფელ დორეულებში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება 192 000 ლარამდე თანხით.

პროექტის მიმდინარეობას ასევე გაეცნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატები, მერის წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაცის, ასევე მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლები.

https://www.facebook.com/share/p/18UhJgDHZm/