განცხადება


ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირის წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა, არ შეესაბამება სიმართლეს, არის ტყუილი და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

სტატიაში, ასევე, მოყვანილია, თითქოს აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაც, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

მედიასაშუალებებს ვთხოვთ, თავი შეიკავოთ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან!