თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, მოადგილეებთან ერთად, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილე საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და სპორტის მასწავლებლებს შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მიღწეული შედეგები მიულოცეს, საჩუქრად სპორტული ფორმები გადასცეს და მომავალ შეჯიბრებებში წარმატებები უსურვეს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის მხარდაჭერა. მიხარია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში და ღირსეულად წარმოაჩენენ საკუთარ სკოლებს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებას და ახალ გამარჯვებებს,“ – აღნიშნა ლევან წიკლაურმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, თიანეთის საგანმამათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები.
-
საინფორმაციო შეხვედრა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში -
სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი პროექტის - „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი" - ფარგლებში შერჩეულ თიანეთის დელეგატს შეხვდა