ნაქალაქრის ადმინისტრაციულ ერთეულში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაქალაქრის ადმინისტრაციულ ერთეულში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
საერთო კრებებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, მოადგილეებთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ადგილობრივებმა სოფლის საერთო კრებებზე შეარჩიეს პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
სოფელ მაგრანეთში პრიორიტეტი მიენიჭა მგზავრთა მოსაცდელების მოწყობას;
ქვემო ნაქალაქარში, ზურაბებსა და ბეწენწურებში გარე განათების მოწყობას დაუჭირეს მხარი;
დორეულებში - სასმელი წყლის ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი, ხოლო ზემო ნაქალაქარსა და ვეძათხევაში გზის მოხრეშვა დასახელდა პრიორიტეტად.
-
სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან -
თიანელმა სპორტსმენმა, საბა მახნიაშვილმა, საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა -
სოფელ ტუშურებში მდინარე ქუსნოზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს