მაღალი შედეგების მიღწევისა და სპორტის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან და მოადგილეებთან ერთად, თიანელი სპორტსმენები — შერეული საბრძოლო ხელოვნებების საქართველოს ჩემპიონი გიორგი ლომაშვილი და მისი მწვრთნელი მიშა გორთამაშვილი — ფულადი ჯილდოთი და სიგელებით დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გიორგი ლომაშვილის მიერ საქართველოს ჩემპიონატში მოპოვებული ოქროს მედალი და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობა მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს არა მხოლოდ სპორტსმენის, არამედ თიანეთის მუნიციპალიტეტისთვისაც. ასევე ხაზი გაესვა ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციისა და მსგავსი გამარჯვებების მნიშვნელობას, რაც მომავალი თაობებისთვის მოტივაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სპორტსმენსა და მის მწვრთნელს მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცეს და ეროვნულ თუ საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ ღირსეული გამარჯვებები უსურვეს.
დაჯილდოების ღონისძიებაში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე მონაწილეობდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.
-
2026 წლის 1-ელი თებერვლიდან მშენებლობასთან დაკავშირებული განაცხადების მერიაში წარდგენა ელექტრონულად განხორციელდება -
სპორტსმენების დაჯილდოება -
განცხადება