განცხადება

განცხადება!

გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება მდინარე ივრის კალაპოტში მოწყობილი საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზიდან შესაძლო საფრთხეს.

გაცნობებთ, რომ საკითხის თაობაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუყოვნებლივ მიმართა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ელექტროსადენი გაუქმდა 2024 წელს და, შესაბამისად, მოსახლეობისთვის არავითარ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.

უწყების ცნობითვე, მიმდინარე წლის 14 იანვარს კომპანიამ განახორციელა გაუქმებული ხაზის დემონტაჟი.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ მოქალაქეს გისურვებთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას! ასევე მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა თავიდან ავიცილოთ უსაფუძვლო საზოგადოებრივი მღელვარება.