თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა მეუფე მიქაელს დაბადების დღე მიულოცა
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსს, ყოვლადუსამღვდელოეს მეუფე მიქაელს
დაბადების დღე მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა.
ლევან წიკლაური თიანეთის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც საკვირაო წირვას დაესწრო.
„ჩვენი ეპარქიის წინამძღვარს, მეუფე მიქაელს, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და მხნეობას",- აღნიშნა ლევან წიკლაურმა.
საკვირაო ღვთისმსახურება ყოვლადუსამღვდელოესმა მიქაელმა ეპარქიაში მოღვაწე და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
წირვას,მრევლთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფოტო
-
2026 წლის 1-ელი თებერვლიდან მშენებლობასთან დაკავშირებული განაცხადების მერიაში წარდგენა ელექტრონულად განხორციელდება -
სპორტსმენების დაჯილდოება -
განცხადება