თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის ხელმძღვანელობით, მერიისა და ააიპ-ების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე არსებული საჭიროებები და პრიორიტეტული საკითხები.
შეხვედრაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა
ყურადღება გაამახვილა მოქალაქეთა საჭიროებებზე დროული რეაგირებისა და უწყებებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე დაგეგმილი პროექტების ხარისხიანად და ვადებში შესრულების აუცილებლობაზე.
შეხვედრის დასასრულს ლევან წიკლაურმა ხაზი გაუსვა თითოეული თანამშრომლის როლს მუნიციპალიტეტის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში და სამუშაო პროცესების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, შესაბამის სამსახურებს კონკრეტული მითითებები მისცა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ბურდულაძე, მოადგილე ზურაბ ბექაური, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
-
2026 წლის 1-ელი თებერვლიდან მშენებლობასთან დაკავშირებული განაცხადების მერიაში წარდგენა ელექტრონულად განხორციელდება -
სპორტსმენების დაჯილდოება -
განცხადება