სოფელ ბოჭორმაში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მოადგილე ზურაბ ბექაურთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ დიდებაშვილთან ერთად, სოფელ ბოჭორმაში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო.
“სამუშაოები ითვალისწინებს ჭაბურღილის, წყლის რეზერვუარის, საქლორატოროსა და ახალი მაგისტრალური ქსელის მოწყობას. პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, სოფელ ბოჭორმაში მოვაწყოთ გამართული წყალმომარაგების სისტემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,”- განაცხადა ლევან წიკლაურმა.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 444 444 ლარს შეადგენს.
-
სოფელ ბოჭორმაში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ნაკრების თიანელ წევრებს - ბეჟან კობაიძესა და გურამ ფაშურიშვილს შეხვდა -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - ნიკოლოზ დიდებაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს