თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ლევან წიკლაურის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ლევან წიკლაურის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხით შესრულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რის გამოც, კონტრაქტორებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და სამუშაოების ხარისხის დაცვით წარმოებისკენ მოუწოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ბურდულაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, ასევე კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლები.