10 აგვისტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დაბა თიანეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სახალხო დღესასწაული თიანეთობა 2025 გაიმართება.
10:30 - დოღი
11:00 - ფშავ-ხევსურული საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა, საბავშვო ატრაქციონები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა
12:00 - მერიის საჩუქარი ბავშვებს, მთის სამკურნალო მცენარეებისა და ხილისგან მომზადებული ჩაის გამოფენა-დეგუსტაცია, მუნიციპალური ჩემპიონატი ფეხბურთში
12:30 - სტუმრის დახვედრა ფშავ-ხევსურული წესით
13:20 - დრამერების შოუ
13:30 - კონცერტი თიანეთის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების, კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით, გასართობი მუსიკალური პროგრამა ბავშვებისათვის, ბარმენების შოუ
14:00 - თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
15:00 - საბავშვო კონცერტის საზეიმო დახურვა
კონცერტი მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით:
18:30 - დოდონა ნამორაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და გუჯა მარდალეიშვილი
20:00 - ჯგუფი ,,ურსა“
21:30 - სადღესასწაულო ფოიერვერკი, დიჯეი ქება და ელექტრონული მუსიკის საღამო
-
ქალაქ ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის - ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა -
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე -
ველოტური „ვთამაშობთ საქართველოსთვის“