თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „ფენიქსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვებისთვის, საჭიროების შესაბამისად, ფსიქოლოგიურ და ნევროლოგიურ სერვისებს დააფინანსებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „ფენიქსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის განცხადებით, ნეიროგანვითარების ცენტრთან თანამშრომლობა იქნება ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბავშვთა მხარდაჭერისა და ინკლუზიური გარემოს ფორმირების კუთხით.

მემორანდუმის ფარგლებში, საჭიროების შესაბამისად, დაფინანსდება ისეთი სერვისები, როგორებიცაა: ვერბალური ქცევის, ენისა და მეტყველების, ასევე, ფიზიკური რეაბილიტაციის კონსულტაცია და შეფასება; სენსორული ინტეგრაციის შეფასება, აკადემიური და კოგნიტური უნარების, ნევროლოგის კონსულტაცია; ლოგოპედის მომსახურება, მოზარდთა ფსიქოლოგიური კონსულტირება; ენის, მეტყველების, ქცევითი, აკადემიური, არტ, სენსორული, ოკუპაციური თერაპია, ასევე, ბავშვთა ფსიქოლოგის მომსახურება.