დაბა თიანეთში ქუმსიაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
დაბა თიანეთში ქუმსიაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პროექტის მიმდინარეობას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტით გათვალისწინებულია საავტომობილო გზაზე საფუძვლის ქვედა და ზედა ფენების მოწყობა, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ასევე, სანიაღვრე ქსელის, ეზოში შესასვლელებისა და გზის მიერთებების გაკეთება, საგზაო ნიშნების განთავსება და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
სამუშაოები ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 685 000 ლარს.
ფოტოალბომი: https://www.facebook.com/share/p/15kDGuz3SE/
-
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026" იწყება -
2026 წლის 1-ელი თებერვლიდან მშენებლობასთან დაკავშირებული განაცხადების მერიაში წარდგენა ელექტრონულად განხორციელდება -
სპორტსმენების დაჯილდოება