ჯიჯეთისა და ვერხველის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფლების - ჯიჯეთისა და ვერხველის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

პროექტის მიმდინარეობას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს 1260 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზაზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხი, ეზოში შესასვლელები და გზის მიერთებები. გზა მოინიშნება და განთავსდება საგზაო ნიშნები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 616 430 ლარს შეადგენს.

ფოტომასალაhttps://www.facebook.com/share/p/1LvzfpXzz8/