თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური გაეცნო. მერმა სახელმწიფო უწყებებს დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ ყველა მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
"გუშინ უხვმა ნალექმა საჯინიბო, ორხევი, ყუდრო, ომარაულები და ბოჭორმა დააზარალა. მნიშვნელოვნად დაზიანდა აღნიშნული სოფლების ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები, რის გამოც შეიქმნა გადაადგილების პრობლემა. სალიკვიდაციო ღონისძიებები მყისიერად დავიწყეთ. სამუშაოები გრძელდება. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ერთი მხრივ ადგილობრივ მოსახლეობასთან, მეორე მხრივ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და მის კონტრაქტორ სამშენებლო კომპანიასთან. აღნიშნული უწყებების მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. მადლობას ვუხდი მათ ამისთვის.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, შექმნილი პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე, ყველა საჭირო ლოკაციაზე გაგრძელდება," - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
-
სოფელ ბოჭორმაში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ნაკრების თიანელ წევრებს - ბეჟან კობაიძესა და გურამ ფაშურიშვილს შეხვდა -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - ნიკოლოზ დიდებაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს