თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიებას დაესწრო

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, თანამშრომლებთან ერთად, სსიპ დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში გამართულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო.

თიანეთის მერმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სკოლის ყველა ბავშვი ტკბილეულით დაასაჩუქრა.ლევან წიკლაურმა ყურადღება გაამახვილა იმ მუნიციპალურ პროგრამებზე, რომლებიც მიზნად ისახავს მერიის მხრიდან წარჩინებული სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების, ასევე განსაკუთრებული მიღწევების მქონე ახალგაზრდების ფულადი ჯილდოთი წახალისებასა და ხელშეწყობას.

აღსანიშნავია, რომ თიანეთის მერის ინიციატივით, ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დასაჩუქრდა საჯარო სკოლების 1005 მოსწავლე და საბავშვო ბაღების 270 აღსაზრდელი.