"ახალი წლის დღეები" თიანეთში
თიანეთში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები საქართველოში“ გაიმართა.
საახალწლო პროგრამის ფარგლებში, 13:00 საათიდან, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. მიმდინარეობდა გამოფენა-გაყიდვა. ტერიტორიაზე ასევე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხეც.
საღამო კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.ახალი წლის დღეები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს უკვე მეოთხედ იმართება. ღონისძიებები 21 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
-
სოფელ ბოჭორმაში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ნაკრების თიანელ წევრებს - ბეჟან კობაიძესა და გურამ ფაშურიშვილს შეხვდა -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - ნიკოლოზ დიდებაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს