დაბა თიანეთში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა საპარკინგე სივრცე და გარე განათება, ასევე აშენდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე ადაპტირებული საზოგადოებრივი საპირფარეშო.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან, ლალი ქაჩლიშვილთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.
„ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში დიდ პრობლემას წარმოადგენდა ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილის არარსებობა აგრარული ბაზრის მიმდებარედ, ეს იწვევდა დიდ ქაოსს, განსაკუთრებით, კვირა დღეს, რაც საფრთხის შემცველი იყო როგორც მძღოლებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის. გარდა ამისა, აქვეა მუნიციპალური თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაჩერების ადგილები, მოძრაობს უამრავი ტურისტი. მნიშვნელოვანია, არ შეექმნათ დისკომფორტი ჩვენს მოქალაქეებსა თუ ჩამოსულ სტუმრებს" - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, დაბა თიანეთში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები და სასაფლაოს ტერიტორია დაათვალიერა
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის საახალწლო მილოცვა
-
ლევან წიკლაურმა ახალი წლის ღამეს საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა