"დედამიწის დღე" თიანეთის მუნიციპალიტეტში

 22 აპრილს მსოფლიოში "დედამიწის დღე" აღინიშნება. ეს დღე აერთიანებს 200-მდე ქვეყანას ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩასატარებლად, გამონაკლისი არც საქართველოა.

 "დედამიწის დღესთან" დაკავშირებით, გარემოსდაცვით მსოფლიო კამპანიას თიანეთის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.

თიანეთის მერიის ორგანიზებით, მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა. დასუფთავდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოები; პარალელურად,სოფელ ტუშურებსა და სოფელ კახოიანებში შესაბამისი ტექნიკით მოსწორდა სასაფლაოსთან მისასვლელი გზები, დაბა თიანეთში ქუსნოს ქუჩაზე გაიწმინდა სანიაღვრე არხი.

" დედამიწის დღე" მსოფლიოში ერთ- ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა , რომელშიც ყოველწლიურად მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

 "Planet vs. Plastics" - "პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ" -ასეთია წელს დედამიწის დღის მოწოდება საზოგადოებისადმი!

"დედამიწის დღე" აშშ-ში 1970 წელს დაარსდა, საქართველოში კი 1990 წლიდან აღინიშნება.