ჟებოტის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოები მიმდინარეობს

 ჟებოტის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფლების - ჟებოტის, ძებნიაურებისა და ლელოვნის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.

 მოეწყობა ახალი სადრენაჟო სათავე კვანძები, რეზერვუარი, მილსადენები და საქლორატორო შენობები.

 საერთო ჯამში, წყალმომარაგება გაუუმჯობესდება 1000-ზე მეტ ადგილობრივ მცხოვრებს.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

„ჟებოტისა და მისი მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების საკითხი წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, განგვეხორციელებინა ეს მნიშვნელოვანი პროექტი, რაც სამი სოფლის მოსახლეობას გაუუმჯობესებს სასმელი წყლის მიწოდებას“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.

პროექტი ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 620 000 ლარს.