მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის რეაბილიტაცია

დაბა თიანეთის შემოსასვლელში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალისა და მის მიმდებარედ არსებული წყაროს ფასადის განახლება - რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

ლევან წიკლაური, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც ხორცილდება ააიპ "თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის" და ააიპ "თიანეთის წყლის" თანამშრომელთა ჩართულობით.

" მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განგვეახლებინა როგორც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის ობელისკი, ასევე ეგრედ წოდებული "ვაჟას წყაროს" ტერიტორია, რადგან წლებია შესაბამისი სამუშაოები არ ჩატარებია, რის გამოც ფასადი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, წყარო კი - უმოქმედო. შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, მოძიებულ იქნა წყაროს სათავე, ამჟამად მიმდინარეობს მილების გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართულია აღნიშნულ საქმეში" - განაცხადა ლევან წიკლაურმა.