გაწმენდითი სამუშაოები თიანეთი - ზარიძეები - ჟინვალის საავტომობილო გზაზე
თიანეთი - ზარიძეები - ჟინვალის საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრზე კლდოვანი მასის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა გამოიწვია.
დილიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის, კონტრაქტორი საგზაო კომპანიისა და საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლები, ასევე ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა;
ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს დამეწყრილი კლდოვანი მასის ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლა, რის შემდგომაც დაიწყება გზის სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები.
პარალელურად მიმდინარეობს დროებითი შემოვლითი გზის მოწყობა, რათა არ შეფერხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
-
აგრარული ბაზრის მიმდებარედ საპარკინგე სივრცე მოეწყობა
-
"დედამიწის დღე" თიანეთის მუნიციპალიტეტში
-
ჟებოტის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოები მიმდინარეობს