საქველმოქმედო აქცია დაბა თიანეთში

დაბა თიანეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ა(ა)იპ თიანეთის მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილო „მადლის“ ბენეფიციარებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მედიკამენტები გადაეცათ.

საქველმოქმედო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი.

აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიება მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით, „ავერსის საქველმოქმედო ფონდისა“ და ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორებს,ექიმებს და ყველა მონაწილე პირს უხდის დიდ მადლობას.