ახალი სასწავლო წელი თიანეთში

დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა თიანეთის პირველ და მეორე საჯარო სკოლების, ასევე სოფელი ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, წარმატებული სასწავლო სეზონი უსურვა და სიმბოლურად მათ საჩუქრები გადასცა.

„მინდა მივულოცო მშობლებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება. თიანეთში წელს 1000-ზე მეტმა მოსწავლემ დაიწყო სწავლა. მშობლების და პედაგოგების როლი უდიდესია ამ პროცესში და ვუსურვებ ამაღლებულ განწყობას მთელი წლის განმავლობაში. პირველკლასელებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯეს, მათთვის ეს მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს სკოლებში მიღებული კარგი განათლებით ისინი გაიკვლევენ გზას წარმატებული მომავლისაკენ“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.