დაბა თიანეთში კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთში აქტიურად მიმდინარეობს არსებული პარკების, სკვერების და გზების კეთილმოწყობის სამუშაოები.

????ეწყობა დასუფთავების აქციები, იღებება დენის ბოძები და საგზაო ნიშნები. ასევე რკინა-ბეტონის პარაპეტები, იცვლება და ახლდება გარე განათების ნათურები, იჭრება გამხმარი ხეები და არსებული ხეები იღებება კირით.

აღნიშნულ სამუშაოებში ყოველდღიურად ჩართულები არიან მერიის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები,მიმდინარე სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური.