სტიქია დაბა თიანეთში

მოსულმა უხვმა ნალექმა თიანეთის მუნიციპალიტეტში, ერწოს მასშტაბით, სხვადასხვა სოფლის ცენტრალურ და შიდა გზებზე პრობლემები შექმნა.

კერძოდ, ძლიერი სეტყვა და წვიმა მოვიდა მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელებში,ნაქალაქარში,მაგრანეთში,ორხევში და დაბა სიონში. ადდიდა მდინარეები, ხევები და კალაპოტიდან გადმოვიდა წყალი, რამაც დატბორა მოსახლეობის ეზოები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ნაკვეთები.

 სტიქიის დაწყების მომენტიდან ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით, ადგილზე იმყოფება ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ეხმარება დაზარალებულ მოსახლეობას.

 „გადაუღებელი წვიმების შედეგად, კვლავ სტიქიასთან გვიწევს შებრძოლება. ამჯერად დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, რადგან ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა სასოფლო სამეურნეო ნარგავები. თიანეთში კი მოგეხსენებათ ადგილობრივი მოსახლეობა გარკვეულწილად დამოკიდებულია ამ ტიპის საქმიანობაზე. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დავეხმაროთ მოსახლეობას, სახელმწიფოს ხელშეწყობით და სხვადასახვა პროგრამით ავუნაზღაუროთ ის ზარალი რაც ამ სტიქიის შედეგად მიიღეს.“ - განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა.