ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წევრები თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ხელშეწყობით, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესახებ შეხვედრა გაიმართა.

 სემინარის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი და ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარი ნიკოლოზ ხატიაშვილი ესაუბრა ევროკავშირთან, ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე და იმაზე თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე,

შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრის საქმიანობასა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე.

 სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.