თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური ძიუდოში შემაჯამებელ ტურნირს დაესწრო

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური დაესწრო სპორტული კლუბ ,,თიანეთის" შემაჯამებელ ტურნირს ძიუდოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თიანეთის, ერწოსა და ზემო თიანეთის 53-მა მოჭიდავემ.

რაიონის პირველობა ძიუდოში ჩატარდა პატარა ასაკის ბავშვებში, 22 კილოგრამიდან +50-მდე წონით კატეგორიაში.საპრიზო ადგილზე გასულ ბავშვებს გადაეცათ სიგელები.

 აღსანიშნავია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერითა და სპორტული კლუბ "თიანეთის" ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ყველა მოჭიდავე სრულად დაფინანსდება და 23 ივნისს გაემგზავრებიან სპორტულ შეკრებაზე ზღვის სანაპიროზე - ურეკში.

„მოხარული ვარ, რომ ვხედავ სპორტით დაინტერესებულ ამდენ ახალგაზრდას ჩვენს პატარა მუნიციპალიტეტში. ძიუდო ყოველთვის აქტუალური სპორტი იყო თიანეთში და შესაბამისად, ჩემი მხრიდან ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ბავშვებს შევუქმნათ უკეთესი სავარჯიშო გარემო, დავგეგმოთ ახალი ღონისძიებები და ჯანსაღი ცხოვრების სტილს პოპულარიზაცია უფრო მეტად გავუწიოთ.“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.