სამუშაო შეხვედრა სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელებთან

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ზედამხედველებთან ერთად რამდენიმე მიმდინარე პროექტი მოინახულა და მოსახლეობას ადგილზე გაესაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს დაბა თიანეთის შიდა ქუჩების ქვედა და ზედა ფენების მოასფალტების სამუშაოები,ასევე ორმოული და ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოები.

ეს ქუჩებია: კორსავის, ცხრაკარის, ბორბალოს, 300 არაგველის მეხუთე შესახვევი, რუხაძის,ხილიანის, არტნის I შესახვევის, რუსთაველის, 9 აპრილის.

 აგრეთვე, მიმდინარეა სოფელ ზარიძეებისა და დაბა სიონის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესიც. სიონის ბაღის სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ზარიძეების ბაღიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.

გარდა ამისა, აქტიურად ხორციელდება სოფელ ნადოკრის ჭაბურღილის მშენებლობის სამუშაოებიც, სადაც მოხდა სასმელად ვარგისი წყლის ამოყვანა, მოხდება მისი ლაბორატორიული შემოწმებაც და საბოლოო დასკვნის საფუძველზე ადგილობრივ 120 მოსახლეს გამართული სასმელი წყლის სისტემით მოამარაგებს.

„ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, ყოველდღიურად აქტიურად ვართ ჩართულები სამუშაოების მიმდინარეობისა და ზედამხედველობის პროცესში.ჩემთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივებთან შეხვედრა და მათი შეხედულების მოსმენაც ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა სამუშაოები შესრულდეს დროულად და ხარისხიანად,“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.