ველოტურის მეორე ეტაპი

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, თიანეთის მუნიციპალიტეტში ველოტურის მეორე ეტაპი გაიმართა, რაც მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წახალისებასა და ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას ისახავს.

სკოლის მოსწავლეების ველო მსვლელობა ერწოს ზონაზე მოეწყო, სადაც ბავშვებმა აძეძი - ხევსურთსოფლის ხუთ კილომეტრიანი მონაკვეთი გაიარეს.

მათ მერისგან გადაეცათ სიგელი, მაისური და ტკბილეული.

„აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ღონისძიება ერწოში არასდროს ჩატარებულა. მანძილის სიშორის გამო, ერწოს ბავშვები შედარებით მოკლებულები იყვნენ სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობას.

როგორც პირველი ტურის, ასევე, მეორე ტურის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყვნენ მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები, ასევე, დაცვის პოლიცია და სამედიცინო პერსონალი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მსვლელობის ორგანიზებაში, რაც მთავარია ბავშვები კმაყოფილები არიან. ჩვენ აუცილებლად გავააქტიურებთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობას, აღვადგენთ მოედნებს და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს შევუქმნით სასურველ გარემოს, რათა აქტიურად ჩაერთონ ჯანსაღ ცხოვრებაში." - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა.