მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა მანანა ნარიმანიძემ და ირაკლი ცქიტიშვილმა, შპს მშენ ექსპერტის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერეს. ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დაბა თიანეთის N2 საბავშვო ბაღში; სოფელ ჟებოტაში დაათვალიერეს ღია ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები; დაბა თიანეთში - სასწრაფო სამედიცინო სამსახურის შენობის მშენებლობისა და ადგილობრივი ქუჩების რეაბილიტაციის პროცესი. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დასრულდება კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში.

ფოტო