მორიგი სამუშაო შეხვედრა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში

დღეს, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის ხელმძღვანელობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თათბირს ესწრებოდნენ თიანეთის მერიის, შპს მშენ-ექსპერტის, ენერგო-პრო ჯორჯიას თიანეთის მომსახურების ცენტრისა და მერიის კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელი პირები. ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და შეაფასეს თითოეული მათგანის მიმდინარეობა, როგორც ფაქტობრივი, ისე საკასო შესრულების კუთხით. ერთობლივად განიხილეს საქმიანობის პროცესში წამოჭრილი პრობლემატური საკითხები და მათი დროულად გადაწყვეტის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.