თიანეთის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები

თიანეთის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ საკოორდინაციო ჯგუფის უფროსმა ლაშა დალაქიშვილმა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „სინერჯი სისტემისა“ და თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები დაათვალერეს და დეტალურად განიხილეს მიმდინარე წელს სკოლებში განსახორციელებელი პროექტები. ინფრასტრუქტურული სამუშაოები „მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება და გულისხმობს თიანეთის მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას. მათ შორის, გათვალისწინებულია ორი საჯარო სკოლის - (სოფელ ჟებოტისა და სოფელ ტუშურების საჯარო სკოლების) სრული რეაბილიტაცია და 11 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია - აუცილებელი პრიორიტეტების შესაბამისად, რაც გულისხმობს: შენობის შიგნით სველი წერტილების, ელექტრო სისტემისა და ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობას, შიდა სპორტული დარბაზების რეაბილიტაციას, შემოღობვას, სახურავის რეაბილიტაციას და სხვ. საჯარო სკოლებში ეტაპობრივად განხორციელდება მინი სტადიონების მშენებლობა/რეაბილიტაცია. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და განხორციელდება სასწავლო პროცესის ხელის შეშლის გარეშე. სკოლების რეაბილიტაციის პროცესი კი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება. ✅ პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

ფოტო