19 სექტემბერს თიანეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება


გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 19 სექტემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 11:00- 18:00 საათებში შეზღუდვა შეეხება ჩეკურაანთგორის, დაბა თიანეთის, ჟებოტის, ახალსოფლის, არტნის, ტუშურების და ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულებს.