თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ თეთრახევაში, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი ითვალისწინებს სოფლისთვის თანამედროვე და გამართული წყალმომარაგების სისტემის მოწყობას. გაკეთდება ჭაბურღილი, მაგისტრალური მილსადენი, 50 მ³ მოცულობის რეზერვუარი, საქლორატორო შენობა, ასევე რეზერვუარისა და ჭაბურღილის სანიტარული ზონები. პროექტის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.
სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 475 799 ლარს შეადგენს.
პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისათვის სასმელი წყლით უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გაგრძელდება.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი სოფელ დორეულებში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ინფრასტრუქტურული და კომუნალური სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მრავალფუნქციური ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა. -
ახალი სასწავლო წელი