თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ჩაბანოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ.
საერთო კრებებზე მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული საჭიროებები და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
დასახლებების მიხედვით, მოსახლეობამ, ხმათა უმრავლესობით, შეარჩია შემდეგი საპროექტო წინადადებები:
ახალსოფელი - წყალსადენი მაგისტრალის შეცვლა, გზის მოხრეშვა;
ჩაბანო - სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვა, შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა;
კაწალო - სანიაღვრე არხების მოწყობა, გარე განათების მოწყობა;
გოჯიაანები - შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვა;
ჭიაურა - სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის მოწყობა, გზის მოხრეშვა და სანიაღვრე არხების მოწყობა
ხაიშო - წყალსადენ მილზე საყრდენი ბოძების მოწყობა, ცენტრალური გზის მოხრეშვა
შეხვედრებს ჩაბანოს ადმინისტრაციულ ერთეულში ასევე ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დასრულების შემდგომ საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე მიღებული გადაწყვეტილებები, თანდართული ოქმებით, მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდება.
-
შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ჩაბანოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან -
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს -
წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება